logo
ENG



ლიკა გამრეკელი: არანაირი საერთო მიზნები ჩვენ ქართულ ოცნებასთან არ გვაქვს

11 დეკ 201922:57
3 წუთის საკითხავი
 
c5je11jclw68va5.jpg

„შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში ხვალ დაგეგმილ კონტრაქციასთან დაკავშირებით საუბრობდა. მისი განცხადებით, მიუხედავად ქართული ოცნების ერთ-ერთ დამფუძნებელთან მეგობრობისა, ისინი ხელისუფლების მომხრეები არ არიან.

„ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მომხრეები, როგორც ეს თქვენ განაცხადეთ. ეს არის ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვეუბნებით აქ მყოფ პროტესტანტებს, რომ ჩვენც იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი გამოხატვის და აქციების გამართვის უფლება“, - აცხადებს ლიკა გამრეკელი.

გადაცემის წამყვანმა სოფო ზურაბიანმა, გამრეკელს განუცხადა, რომ მათთან ოფისში ხელისუფლების ძალიან გამოკვეთილი სახე დავით ლორთქიფანიძე იმყოფებოდა. ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა და მას შემდეგ რაც „შევინარჩუნოთ სიცოცხლემ“ დააანონსა აქცია, ის აქციის ორგანიზებაშიც მონაწილეობდა. ამაზე ლიკა გამრეკელმა განაცხადა, რომ დავით ლორთქიფანიძე მათი მეგობარია.

მაჩალიკაშვილთან გიგა ბოკერია კაკო ბობოხიძე იყო გუშინ ღამით სტუმრად. თუ ის უარყოფს მათთან კავშირს მაშინ რატომ არ შეიძლება დავით ლორთქიფანიძე მოვიდეს ჩვენთან სტუმრად? არანაირი საერთო მიზნები ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი მიზანია, 15 წლის შემდეგ მივაღწიოთ სიმართლეს“, - განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პარლამენტის პიკეტირებას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები გეგმავენ.


close დახურვა